ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უჩა ნანუაშვილი ბრიუსელში ჩავიდა


ომბუდსმენი ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და წლიური ანგარიში წარადგინა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
მიმდინარე წლის 26 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბრიუსელში იმყოფებოდა.ვიზიტის ფაგრლებში ომბუდსმენი ნატო საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და წლიური ანგარიში წარადგინა. ომბუდსმენი ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

შეხვედრის დეტალებზე,სახალხო დამცველმა "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა.

ომბუდსმენის თქმით, შეხვედრაზე დასმულმა შეკითხვებმა ცხადყო, რომ ინტერესი საქართველოში არსებული ვითრრების მიმართ საკმაოდ დიდია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაკავებების თემას. გამომდინარე უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაკავებებიდან, კომისიის წევრებს აინტერესებდათ, დაკავებული პირები რეალურად ჩადენილი დანაშაულის გამო იხდიან სასჯელს თუ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს.

ომბუდსმენის თქმით, სხდომაზე გაჟღერებულმა შეკითხვებმა ცხადყო, რომ ბევრი რამ უკეთესობისაკენ შეიცვალა , მაგრამ ამასთანავე არსებობს მრავალი გამოწვევაც , რომელსაც სერიოზული მუშაობა ჭირდება.

შეხვედრაზე შეეხნენ პერიტენციალურ სისტემასაც, ციხეებში არსებულ სიტუაციასა და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

ომბუდსმენმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე რაც სასამართლო სისტემაში განხორციელდა. მან გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ რა ვითება იყო სასამართლოში წლების განმავლობაში და რა მდგომარეობაა ამჟამად.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა იმას , რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე საზოგადოებისგან დიდი მოთხოვნა არსებობს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ადამიანის უფლება არ არის, რომელიმე მთავრობის კუთვნილება იყოს, უფლებები არის უნივერსალური და უნდა იყოს დაცული.

ომბუდსმენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია რეაგირება მოახდინის კონკრეტული დარღვევის ფაქტზე. ბუნებრივია, რომ დარღვევები ყველგან ხდება, მაგრამ გასხვავება რეაგირების ფორმაშია-დასძინა უჩა ნანუაშვილმა

განხორციელებულ ცვლილებებზე და პროგრესძე საუბრისას უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ წინა მთავრობისთვის ადამიანის უფლება არ წარმოადგენდა პრიორიტეტს.ეს ომბუდსმენმა იმით ახსნა, რომ ძალზედ დიდი ყურადღება და ძალისხმევა ეთმობოდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას,ინფრასტრუქტურის განვითარებას, ორგანიზებულ დანაშაულის აღმოფხვრას, სოციალური პროგრამების განხორციელებას:

"ახალ მთავრობას აქვს გამოწვევა რათა ადამიანის უფლებები იყოს პრიორიტეტული, რადგანაც საზოგადოების მხრიდან ამის დიდი მოლოდინი არსებობს."

ომბუდსმენის აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს ეფექტური მექანიზმების შექმნას, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის მონიტორინგს განახორციელებს და რეაგირებას მოახდენს კონკრეტულ ფაქტებზე.

უჩა ნანუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ახალი ინიციატივა, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შექმნას. მან აღნიშნა, რომ იქმნება სამწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება, თუ რომელი ორგანო იქნება პასუხისმგებელი ამა თუ იმ რეკომენდაციის შესრულებაზე.

"ეს უნდა იყოს რეალური გეგმა, სადაც იქნება ჩადებული ინდიკატორები, რათა შემდგომ მოხდეს შემოწმება, თუ რამდენად შესრულდა ესა თუ ის კონკრეტული რეკომენდაცია " -აღნიშნა ნანუაშვილმა

ომბუდსმენმა იმედი გამოთქვა, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება:

"მთავარობის მზადყოფნა ამ გეგმის მხარდასაჭერად მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მე იმედი მაქვს, რომ თავი გავართვი რეალური სიტუაცია დამენახებინა დამსწრე საზოგადოებისთვის.ვსაუბრობდი არა ზოგადი ფრაზებით, არამედ კონკრეტული სტატისტიკით და კონკრეტული ციფრებით "- დასძინა ინტერვიუს ბოლოს უჩა ნანუაშვილმა
XS
SM
MD
LG