შეერთებული შტატების ქალაქების ლოს ანჯელესის და ლონგ ბიჩის პორტების მუშათა რვადღიანი გაფიცვა დასრულდა. შესაბამისად აღსდგა სავაჭრო მიმოსვლა შეერთებულ შტატებსა და აზიის ქვეყნებს შორის. გაფიცვამ საზღვაო სავაჭრო პროცესზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა.
რვა დღის განმავლობაში პორტების მუშებმა და პროფკავშირის წევრებმა პიკეტირება მოაწყვეს და საქონლით სავსე გადატვირთვაზე უარი განაცხადეს.
რვა დღის განმავლობაში პორტების მუშებმა და პროფკავშირის წევრებმა პიკეტირება მოაწყვეს და საქონლით სავსე გადატვირთვაზე უარი განაცხადეს.
გაფიცვების დამთავრების შემდეგ, ლოს ანჯელესის მერმა ანტონიო ვილარაიგოსამ განაცხადა,რომ გაფიცვამ გარკვეული შედეგები გამოიღო.
ლოს ანჯელესის და ლონგ ბიჩის პორტებიდან ქვეყნის ტერიტორიაზე იმპორტული საქონლის 40 პროცენტი შემოდის.