ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა


ვაშინგტონში პოლიციამ 400-მდე დემონსტრანტი დააკავა. კოალიცია სახელწოდებით "დემოკრატიის გაზაფხული", კონგრესს სთხოვს დაუყოვნებლად გადადგას ნაბიჯი, რათა პოლიტიკა დიდი თანხების გავლენისგან დაიცვას და ამით ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.

აქტივისტებს ბრალი უკანონო სადემონსტრაციო აქტივობაში ედებათ. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში ისმის პოლიციის ოფიცრის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს ეუბნება: თუ არ გინდათ, რომ დაგაპატიმროთ, ისევ პირველ სტრიტზე დაბრუნდით. დემონსტრაციაში რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა. მათი ნაწილი ვაშინგტონში ფილადელფიიდან ჩამოვიდა.

XS
SM
MD
LG