ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პარიზში, გაფიცულები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


საყოველთაო გაფიცვის მეცხრამეტე დღეს, პარიზში, "გარ დე ლიონის" რკინიგზის სადგურზე, გაფიცულებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

ფრანგული მედიის ცნობით, ერთმანეთს 30 მდე გაფიცული და პოლიცია დაუპირისპირდა. "გარ დე ლიონის" რკინიგზის სადგური, საფრანგეთის დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია. ამ სადგურს, ხშირად,ალპების მახლობლად განლაგებულ სამთო კურორტებზე გასამგზავრებლად იყენებენ.

საყოველთაო გაფიცვას, უახლოეს მომავალში, შესაძლოა ნავთობგადამამუშავებელ სექტორში დასაქმებულებიც შეურთდნენ.

საპროტესტო გამოსვლები და საყოველთაო გაფიცვა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ დაგეგილი საპენსიო რეფორმების გამო დაიწყო და უკვე თითქმის 20 დღეა გრძელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG