ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოტორიზებული პროტესტი პაკისტანში


აქცია ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში სულ 200 ავტომობილით დაიწყო

პაკისტანში ავტოკოლონების საპროტესტო მარში უკვე მეორე დღეა გრძელდება. მისი ორგანიზატორია კრიკეტის ადგილობრივი ვარსკვლავი, იმრან ხანი. აქცია დედაქალაქიდან სამხრეთ ვაზირისტანისკენ მიემართება და ის ქვეყნის ტერიტორიაზე ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების, დრონების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციების წინააღმდეგ არის მიმართული.

იმრან ხანი ყურად არ იღებს გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ მანქანების ქარავანზე შესაძლოა თალიბანის, ან სხვა ისლამისტური ორგანიზაციების თავდასხმა მოხდეს. თუმცა, როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი, აიაზ გული იტყობინება, ხანი ბრონირებულ ავტომობილში ზის და დაცვა მასთან მიახლოების უფლებას არავის აძლევს.

მოძრაობა სამართლიანობის პარტიასთან ერთად, ავტოკოლონების საპროტესტო მარშში მონაწილეობას მრავალი ადგილობრივი თუ დასავლური მშვიდობის დაცვის აქტივისტი იღებს. მოტორიზებული აქცია ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში სულ 200 ავტომობილით დაიწყო. დღეისათვის მანქანების რაოდენობამ 500 შეადგინა და ის ამჟამად ხანის მშობლიურ ქალაქს, მიანვალს მიუახლოვდა.
XS
SM
MD
LG