ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში თვითდაწვის ფაქტი მოხდა


2009 წლის შემდეგ თვითდაწვით 119-მა ტიბეტელმა ბერმა და მონაზონმა გააპროტესტა ჩინეთის პოლიტიკა

თვითმხილველების განცხადებით, ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ტიბეტელმა ბუდისტმა ტიბეტში ჩინური პოლიტიკის გაპროტესტების ნიშნად თავი დაიწვა.

სამშაბათს ტავუს რაიონში მონასტრის მახლობლად უცნობმა ტიბეტელმა მონაზონმა თავი დაიწვა. ჩინეთის უსაფრთხოების პერსონალმა მონაზონი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის რაიონთან კავშირი შეწყვეტილია და კონკრეტული ინფორმაცია დაზარალებულის შესახებ უცნობია.

2009 წლის შემდეგ ტიბეტში 119 თვითდაწვის ფაქტი მოხდა, რითაც ტიბეტელი ბერები და მონაზვნები ჩინეთის ტიბეტის მიმართ პოლიტიკას აპროტესტებენ.
XS
SM
MD
LG