ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში საპროტესტო აქციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს


"რადიო თავისუფლების" ფოტო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ვაშინგტონში მცხოვრებმა ქართველებმა და საქართველოს უცხოელმა მეგობრებმა ხუთშაბათს, 19 დეკემბერს საპროტესტო მიტინგი მოაწყვეს აშშ-ში რუსეთის ფედერაციის საელჩოს წინ. საელჩო ქალაქ ვაშინგტონში ბორის ნემცოვის მოედანზე მდებარეობს.

ამერიკის დედაქალაქში მცხოვრებმა ქართველებმა აღშფოთება გამოხატეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის უკანონო მოქმედების გამო და დაგმეს უდანაშაულო ექიმის დაკავება და ცხინვალის იზოლატორში მოთავსება.

20 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის“ (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG