რუსთაველზე, პარლამენტის წინ, თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა, კარვები აიღეს და მათ ნაცვლად მცირე ზომის ატრაქციონები დადგეს.
კარვების დემონტაჟს, აქტივისტების უკმაყოფილებ მოყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა 10 მდე მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის, რუსთაველზე კვლავ რჩებიან აქტვისტები და სამართალდამცავები.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან, "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილის და დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების კარვები, ასევე, "სირცხვილიას" საპროტესტო ატრიბუტიკა და ბანერები აიღეს.
Facebook Forum