ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება


ეგვიპტეში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება

ეგვიპტეში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და შეტაკებები მთავრობის მოწინააღმდგეებსა და მომხრეებს შორის.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქაიროს ცენტრალურ მოედანზე, რომლებიც ბარიკადების აშენებას შეუდგნენ, პრეზიდენტ მუბარაქის მომხრეებთან გუშინდელი შეტაკების შემდეგ.

თაჰრირის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ტანკი დგას და ჯარისკაცები პოზიციებს იკავებენ იმ ადგილის მახლობლად საიდანაც მუბარაქის მომხრეები დემონსტრანტებს ქვებს უშენდნენ.

სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა გუშინდელი შეტაკებების დროს. არმიამ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა, მაგრამ ჯერ-ჯერობით უცნობია ამ ადამიანების ვინაობა.

შეტაკებები მუბარაქის მომხრეების აგრესიულმა საქციელმა გამოიწვია. ექიმებმა ტავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მეჩეთში სამედიციონო პუნქტი გახსნეს, სადაც უკვე 640-მდე დაშავებულს ჩაუტარეს მკურნალობა.

ეგვიპტელი დისიდენტის აიმან ნურის განცხადებით:“ ხელისუფლებაა დამნაშავე ქუჩებიდან პოლიციის გაყვანის გამო, რამაც უშიშროების ვაკუუმი შექმნა და ეგვიპტელი ხალხი მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა დეპოტიასა დატოტალურ ქაოსს შორის.“

ეგვიპტის არმიის ნაწილები პერიოდულად ჰაერში სროლით ცდილობდნენ სიტუაციის დაწყნარებას და წყლის ჭავლს იყენებდნენ პატარა ხანძრების ჩასაქრობად.

დემონსტრანტების განცხადებით მუბარაქის რეჟიმი პოლიციის აგენტებს და დაქირავებულ მოთარეშეებს იყენებს ხალხის წინააღმდეგ. ისინი კომბლებით და დანებით არიან შეიარაღებულნი. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზია უარყოფს პოლიციელთა მონაწილეობას არეულობებში.

XS
SM
MD
LG