ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარსელონაში საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა


გუშინ ბარსელონაში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც კატალონიის პარლამენტის მიერ კენჭისყრის გადადებას აპროტესტებდნენ. პარლამენტს კენჭი იმ საკითხისთვის უნდა ეყარა, თუ ვინ უნდა იყოს კატალონიის პრეზიდენტი.

დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, მხოლოდ ერთი კანდიდატის ნომინაცია წარადგინეს. ეს ესპანეთიდან გაქცეული კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პიუგდემონტი იყო.

ყველასთვის მოულოდნელად, პარლამენტის სპიკერმა სესია გადაავადა და შესაბამისად, პარლამენტარებს ხმის მიცემის საშუალება არ მიეცათ. სპიკერის სიტყვით გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

მომავალი კენჭისყრის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG