ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხუთ შტატში პრაიმერი იმართება


დღეს, ამერიკის ხუთ შტატში, საპრეზიდენტო პრაიმერების საარჩევნო უბნები ღიაა და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჰილარი კლინტონი საკუთარი პოზიციების წინ წაწევას ცდილობენ, დანარჩენ კანდიდატებს კი საკუთარი კამპანიებისთვის ახალი სულის შთაბერვა სურთ.

ფლორიდა საკვანძო შტატია, სადაც გამარჯვებული რესპუბლიკელი 99-ივე დელეგატის ხმას მოიპოვებს. ორშაბათს გამოქვეყნებული ორი ახალი გამოკითხვის თანახმად, ტრამპი თავის უახლოეს მეტოქეს, ფლორიდის სენატორ მარკო რუბიოს სულ მცირე 17 პროცენტით უსწრებს.

ოჰაიოში, ტრამპს და ამ შტატის გუბერნატორ კეისიქს, დაახლოებით თანაბარი მეტოქეობა აქვთ.

ჩრდილოეთ კაროლინაში, მისურიში და ილინოისში, ტრამპი მეორე ადგილზე მყოფ ტეხასის სენატორ ტედ კრუზს მცირედით უსწრებს.

XS
SM
MD
LG