ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას პირველი ვადის ბოლოს პრესკონფერენცია


პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რომ კონგრესთან ვალის საკითხში მოლაპარაკებას სახიფათო კომპრომისის ხარჯზე არ აპირებს

პრესასთან შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა რომ კონგრესთან ვალის საკითხში მოლაპარაკებას სახიფათო კომპრომისის ხარჯზე არ აპირებს.
ამერიკის ეროვნული ვალი ამ დროისთვის 16.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. კანონმდებლებძა ვალის ზღვარი უნდა გაზარდონ, თუ არადა ამერიკის საკრედიტო რეიტინგს ჩამოქვეითება ემუქრება ისე როგორც ეს 2011 წელს მოხდა.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეროვნული ზღვარის დადგენის სანაცვლოდ გადასახადების შემცირებას მოითხოვენ. პრეზიდენტი ობამა კი ამბობს, რომ დეფიციტის საკითხში მოლაპარაკებას წარმართავს თუმცა კონგრესის მოვალეობაა ყველაფერი გააკეთოს რათა ამერიკამ საკუთარი ხარჯები დაფაროს.
გუშინ პრეზიდენტმა გაფრთხილება გააკეთა, რომ ქვეყანის ეკონომიკაზე კიდევ ერთი მძიმე დარტყმა არავინ უნდა მიიტანოს.
ობამა: „მე არ ვაპირებ დეფიციტის საკითხში მოლაპარაკების დროს ამერიკელები დავაზარალო მხოლოდ იმიტომ, რომ რესპუბლიკელებს ჩემგან კომპრომისი უნდათ სხვადასხვა პროგრამების შესამცირებლად. მე არ ვაპირებ მთლიანად, მთელი ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებას."
სავარაუდოდ, საკანონმდებლო შტოსა და პრეზიდენტს შორის ასევე დაპირისპირებაა მოსალოდნელი მთავრობის მიერ სავალდებულო შეკვეცების სფეროში, რომელსაც საზოგადოება სეკვესტრით იცნობს. სეკვესტრირების ალბათობა ამერიკას მარტში ემუქრება, იმ შეთანხმების თანახმად, რომელიც კონგრესმა გასულ დეკემბერში მიიღო.
როცა პრეზიდენტს ფედერალური უწყებების შესაძლო დაკეტვის შესახებ ჰკითხეს ვალის ზღვარის საკითხში შეუთანხმებლობის გამო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუკი სახელმწიფო სტრუქტუტრები მართლაც დაიხურა, ეს ფაქტი ეკონომიკას ძალიან დააზარალებს. ქვეყნის მოსახლეობა კი, მისი თქმით, ყველაფერს ვაშინგტონში მოღვაწე პოლიტიკოსებს დააბრალებს.
ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა რესპუბლიკელმა ჯონ ბეინერმა პრეზიდენტს უპასუხა და განაცხადა, რომ ამერიკელები არ უჭერენ მხარს ვალის ზღვარის გაზრდას თუკი მთავრობის დანახარჯები არ შემცირდება.
ბეინერმა თქვა ისიც, რომ რესპუბლიკური უმრავლესობით დაკომპლექტებული წარმომადგენელთა პალატა მალე გამოსცემს კანონმდებლობას რომელიც მთავრობის ხარჯვით ნაწლს გააკონტროლებს, და დემოკრატებს უფრო პასუხისმგებლობით აღსავსე ნაბიჯების გადადგმას მოთხოვს.
მთლიანობაში, პრეს კონფერენცია შიდა საკითხებს დაეთმო. პრიორიტეტული იყო იარაღთან დაკავშირებული ძალადობის განხილვა და მთავრობის სამოქმედო ნაბიჯები კონექტიკუტში მომხდარი ტრაგედიის ანალოგიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
ამერიკის იარაღის ეროვნული ასოციაცია, რომელიც იარაღის ტარების ყველაზე გავლენიანი ლობისტური ჯგუფია, ამერიკის კონგრესს ნებისმიერი კანონმდებლობის უარყოფას თხოვს, რომელიც იარაღის ტარების კონტროლს შეეცდება.
გუშინვე პრეზიდნეტი ვიცე პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, რომელიც იარაღთან დაკავშირებული ძალადობის აღმოფხვრის საკითხში საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ფართო სექტრს ხვდება და საგანგებო რეკომენდაციებს ამზადებს.
ბაიდენის რეკომენდაციები კონექტიკუტის შტატში 26 ბავშვის დაღუპვიდან ერთი თვის თავზე კეთდება, ტრაგედიამ რომელმაც სრულიად ამერიკა შეძრა. კონგრესი ამ რეკომენდაციებს წლის ბოლოს განიხილავს, როცა შესაძლოა ნიუთაუნის შემზარავი ისტორია ბევრს აღარც კი ახსოვდეს.
XS
SM
MD
LG