ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვა
უცხოური პრესის მიმოხილვა

გავლენიანი გაზეთის „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგია გაზეთის დღევანდელ ნომერში წერილს აქვეყნებს და პრეზიდენტ სააკაშვილთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრას იხსენებს. საგაზეთო სტატიის ფურცლებზე ჟურნალისტები ქართველი ლიდერის გაკვირვებას იხსენებენ, როცა მას რუსეთის ანალოგია შეახსენეს და ხელისუფლებაში პრემიერ მინისტრის რანგში მოსვლის გეგმებზე კითხეს. საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ტრადიციული არგუმენტები აქ კიდევ ერთხელ მოიშველია, და განაცხადა, რომ კავშირის გავლება რუს და ქართველ ლიდერებს შორის შეუძლებელია გამომდინარე ორი ქვეყნის განსხვავებული საგარეო ორიენტაციის, ამ ქვეყნებში არსებული კორუფციის დონეებით და ასევე, კანონის უზენაესობისადმი განსხვავებული დამოკიდებულების გათვალისწინებით. „ვაშინგტონ პოსტის“ რედაქტორები პუტინსა და სააკაშვილს შორის გაჩენილი ანალოგიის ფესვებს ქართველი ლიდერის მხრიდან პასუხგაუცემელ კითხვებში ხედავენ. გაზეთი წერს, რომ სწორედ სააკაშვილის მხარდაჭერით კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და პრეზიდენტის ძალაუფლება პრემიერ მინისტრის უფლებებმა ჩაანაცვლა. სააკაშვილმა ამის შემდეგაც ღიად დატოვა თანამდებობის შეცვლის შესაძლებლობა, ისე როგორც ეს პუტინმა გააკეთა 2008 წელს, ნათქვამია სტატიაში.

გაზეთის რედაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში განხორციელებული რეფორმებისადმი საკუთარ მხარდაჭერას და დასძენს, რომ სწორედ იმიტომ რომ ქართული არჩევნები ბოლო წლებია უფრო მეტად თავისუფალია ვიდრე რუსეთში, იმიტომ რომ საქართვლომ რეგიონში ლიბერალური ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები გაატარა და ამით ვაშინგტონში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოა და ბოლოს, იმიტომ რომ კავკასიის ქვეყნებს შორის თბილისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წამყვანი კანდიდატია ქვეყანას ახლა არჩევნების სამართლიან პირობებში ჩატარება მოეთხოვება. მაგრამ თუ მომავალ არჩევნებში ქვეყანაშ ისევ საკაშვილის პარტიით დომინირებული გუნდი მოვიდა, საქართველოს მხარდაჭერები დასავლეთში მას კარგად ვეღარ აღიქვამენ. ბოლოს და ბოლოს, ნაქვამია სტატიაში, ამ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება ჯერ კიდევ სუსტია, მედიის დამოუკიდებლობა ძალიან მერყევი და სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას სწორედ სააკაშვილის პარტია მიიღებს. ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად, კი ბატონმა სააკაშვილმა კონსტიუციურ ვადებს უნდა სცეს პატივი და გზა სხვა ლიდერებს დაუთმოს.

და ბოლოს, გაზეთის სარედაქციო კოლეგია გამოთქვამს რწმენას, რომ ქართველი ლიდერი კარგად შეისმენს ამერიკელი ლიდერის განცხადებების მნიშვნელობას, რომელმაც თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას განაცხადა რომ ამერიკა თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ასევე საქართველოში ძალაუფლების ფორმალურ გადაცემას მოელის.

„ვაშინგტონ პოსტის“ დასკვნით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები დაინახავს, რომ მომავალი არჩევნები აღნიშული პირობების დაცვით არ ჩაივლის, საქართველოს მართლაც დიდი პრობლემები შეექმნება დამოუკიდებლად იმისა დარჩება თუ არა ბარაკ ობამა ქვეყნის სათავეში.

ვაშინგტონში დაფუძნებულმა ამერიკულ პროგრესის ცენტრმა დღეს გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, სახელწოდებით „არ მოგერიდოთ საუბარი საქართველო რუსეთის კოფნლიქტში მიღწეულ პროგრესზე.“

სტატიის ავტორია პროგრესის ცენტრის მოწვეული ანალიტიკოსი კორი ველტი.

ველტი განსაკუთრებულ ყურადღებას რუსეთსა და თბილისს შორის მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარარაკებებში მიღწეულ პროგრესს უთმობს და გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი ორმხრივ ურთიერთობებში არასათანადოდ არის გაშუქებული და ამაზე არც არავინ ალაპარაკობს. ამის ერთერთ მაგალითად ველტს გასულ კვირას საქართველოსა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის გამართული შეხვედრა მოჰყავს, სადაც მისი რწმენით კარგი საშალება იყო ამ საკითხზე ორ ლიდერს ემსჯელა. მართალია ველტი თავის მოსაზრებას ორი პრეზიდენტის მიერ ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებებს აფუძნებს, მაგრამ მისთვის თუნდაც მედიასთან ბრიფინგის დროს ამ ფაქტზე საუბრისგან თავის შეკავება, გაუმართლებელია. ამას გარდა, კორი ველტი ამ ფაქტს ვერ ხსნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტის გამო. მისი აზრით საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმებას, რომელსაც ამერიკულმა დიპლომატიამაც შეუწყო ხელი, პოტენციურად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში საგრძნობი წვლილის შეტანა შეუძლია.

ვალტი არ გამორიცხავს, რომ ამერიკელ ლიდერს შესაძლოა საკუთარი მოსაზრებები ჰქონოდა ამ ფაქტის საჯაროდ კომენტირებაზე თავი შეეკავებინა. რამეთუ, ისედაც არავისთვის არის დასამალი, რომ სწორედ ობამას ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გაიღო ამ შეთანხმების წარმატების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ექსპერტის აზრით, ამერიკამ ამ შეთანხმებით კიდევ უფრო მეტს მიაღწია და რაც ყველაზე მთავარია-საქართველოს, რუსეთსა და სეპარატისტულ რეგიონებს შორის სამომავლო შერიგებისა და კონფლიქტის მოგვარების იმედი გააჩინა.

XS
SM
MD
LG