ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ- პრესის თავისუფლების დამცველი


ამერიკის შეერთებული შტატები პრესის თავისუფლების მნიშვნელობისა და მსოფლიოს ქვეყნებში დაპატიმრებული, შეურაცხყოფილი, გაუჩინარებული და დაშინებული ჟურნალისტების შესახებ ყოველთვის საუბრობს.

ერთერთი მათგანია დილმუროდ საიდი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი უზბეკეთიდან, რომელსაც თორმეტნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 2009 წელს მისი დახურული სასამართლო სხდომის შემდეგ. საიდი ხშირად აშუქებდა მთავრობის კორუფციულ გარიგებებს და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს. 2009 წლის თებერვალში, უზბეკეთის ხელისუფლებამ საიდი ფულის გამოძალვისა და მექრთამეობის ბრალდებით დააკავა. ეს ბრალდებები მოსახლეობამ შეთითხნილად აღიქვა. პატიმარი ამჟამად უზბეკეთში მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში იხდის სასჯელს. მას ტუბერკულოზი აქვს, და ეს დაავადება განსაკუთრებულ სამედიცინო ზედამხედველობასა და ყურადღებას საჭიროებს.

ამერიკის შეერთებული შტატები უზბეკეთის ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს დილმუროდ საიდი და მისთვის საპატიმროში შესატყვისი სამედიცინო მკურნალობა უზრუნველყოს. ამასთან სხვა ჟურნალისტებს საშუალება მისცეს მუქარისა და დევნის გარეშე წარმართონ თავიანთი საქმიანობა.

კიდევ ერთი დატყვევებული ჟურნალისტი ვიეტნამში ნგუიენ ვან ჰაია, რომელიც პოპულარული ბლოგის ავტორია და ადამიანის უფლებების დარვევებსა და კორუფციულ სკანდალებს იძიებს. ვიეტნამის ხელისუფლებამ ჰაი 2008 წელს დააკავა გადასახადების თავიდან აცილების ბრალდებით. ცოტა ხანში მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მიუხედავად მისი ოჯახის მცდელობისა რომ გადასახადები გაესტუმრებინა. ახლა პატიმარს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამ ფონზე, ვიეტნამში გრძელდება ინტერნეტით ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვები და კერძო ბლოგერების ცენზურა. ამერიკის მთავრობა ვიეტნამის ხელისუფლებას იქ დაკავებული ყველა ჟურნალისტის გათავისუფლებას თხოვს. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მაიქლ პოზნერი ამბობს, ჟურნალისტებს ყველგან მსოფლიოში თავისუფლად მუშაობის საშუალება უნდა ქონდეთ ფიზიკური ზეწოლისა და მუქარის გარეშე.

XS
SM
MD
LG