ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ტრაგედიის ადგილზე ჩადის


პრეზიდენტი პირადად მიუსამძიმრებს დაღუპული 20 ბავშვის მშობლებს და სკოლის ექვსი თანამშრომლის ოჯახის წევრებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბრაკ ობამა დღეს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუტაუნს ეწვევა. მოგეხსენებათ, ნიუტაუნში დაწყებით სკოლაში შეიარაღებული ახალგაზრდა კაცი შეიჭრა, რომელმაც 20 ბავშვი და სკოლის 6 თანამშრომელი მოკლა.

დღეს პრეზიდენტი პირადად მიუსამძიმრებს დაღუპული 20 ბავშვის მშობლებს და სკოლის ექვსი თანამშრომლის ოჯახის წევრებს.

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი კვირა საღამოს სიტყვით გამოვა სამგლოვიარო შეკრებაზე, რომელიც ინციდენტის მოხვედრიდან ყოველ საღამოს იმართება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაღუპული 20 ბავშვიდან 12 გოგონა ხოლო 8 კი ბიჭია. ისინი ყველანი 6-7 წლის პირველ კლასელები იყვნენ. მკლველობის მოტივს პოლიცია იძიებს.
XS
SM
MD
LG