ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ეგვიპტეში დაპატიმრებებს გმობს


სახელმწიფო დეპარტმანეტის განცხადებით, ეგვიპტეში საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია

შეერთებული შტატები ეგვიპტის მთავრობას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ეს განცხადება ამერიკის მთავრობამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ეგვიპტეში სატირიკოსი, ისლამისტი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის და მუსულმანური რელიგიის შეურაცხყოფის გამო დააპატიმრეს.

ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ კომედიანტ ბასემ იუსეფისა და რამდენიმე ოპოზიციონერის დაპატიმრება ადასტურებს, რომ ეგვიპტეში საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია.

კვირას იუსეფი 2,200 დოლარის გირაოს ფასად გაათავსუფლეს.კომედიანტ ბასემ იუსეფის სატელევიზიო პროგრამაში პრეზიდენტ მორსის და ეგვიპტის ლიდერებზე სატირული ხუმრობებია წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG