ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სააკაშვილს მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა


საქართველოს პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტის დროს ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის დაშავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ოფიციალური წყაროების ცნობით, პრეზიდენტი 7 აპრილს, თურქეთში ვიზიტის დროს ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა.

მიხეილ სააკაშვილი სტამბოლის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა. თურქული მედია იუწყება, რომ პრეზიდენტს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრები ერთი დღის დაგვიანებით გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი სამშაბათს თურქეთის ლიდერებთან საზეიმო სადილზე დასწრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG