ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიღარიბე ამერიკაში


სიღარიბე ამერიკაში
სიღარიბე ამერიკაში

ჯინა ზბიკოვსკი სამსახურს ეძებს. იგი ამჟამად უუნაროთა დახმარების პროგრამის მონაწილეა, რაზეც თავადვე ამბობს რომ ეს “ამერიკული ოცნების” ნაწილს არ წარმოადგენს.

“ჩემთვის ამერიკული ოცნება მაშინაა სრულყოფილი როცა სახლი გაქვს საკუთრებაში, საკუთარ ბიზნესს აწარმოებ, საკუთარი მანქანა გყავს… ახლა ამაზე ოცნებაც კი არ შემიძლია -,” აცხადებს ჯინა ზბიკოვსკი.

ჯინას შეყვარებული - ჯონ ოლერიჩი ეპილეპსიით დაავდებულია და ყოველგვარი სამედიცინო დაზღვევის გარეშე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს:

“წამლის რეცეპტი საკმაოდ ძვირია და მისი გადახდა ყოველ თვე მიწევს. როცა მედიკამენტის საყიდელი ფული არ მაქვს მაშინ მთლიანად ბებიას ვთხოვ ხოლმე დახმარებას… ასე რომ არანაირი დანაზოგი არ მაქვს, რადგან წამლების შეძენასა და ექიმის ვიზიტში ბევრი მეხარჯება ,-“ ამბობს ჯონ ოლერიჩი.

ჯინასა და ჯონის მსგავსად ექვსიდან ერთი ამერიკელი უკიდურეს სიღარიბეშია.

ადამინთა დახმარების რესურსების ცენტრის წარმომადგენელი კიმ პერეზი აღნიშნავს რომ სიღარიბესთან ბრძოლა ყოველდღიური მოვლენაა რის გამოც ფიქრობ თუ რა ჯობია - საჭმელი იყიდო, სახლის ქირა გადაიხადო, თუ მედიკამნეტები შეიძინო…

კიმ პერეზი აღნიშნულ ცენტრს ილინოისის შტატში ხელმძღვანელობს, რომელიც გაჭირვებულ ადამიანებს საკვებით უზრუნველყოფს.

“ადამიანები, რომლებიც ადრე წარმატებულად ცხოვრობდნენ, ახლა ისინი სიღარიბეში იმყოფებიან, რადგან მათ საკმარისი ვერ მოაგროვეს და შექმნეს. არასაკმარისი ფედერალური, სახელმწიფო და ადგილობრივი დახმარების პროგრამების გამო, მათი უმუშევრობის დახმარება მალევე ამოიწურება,-” ამბობს კიმ პერეზი.

რაც უფრო მეტი ადამიანი იმყოფება სიღარიბეში, დახმარების სააგენტობი რესურსის ბოლოგამოყენებამდე ცდილობენ მათთვის შეღავათების გამოძებნას.

“მწირი ბიუჯეტის გამო, გაზრდილ მოთხოვნას დახმარების თაობაზე, სამწუხაროდ სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ,- ” დასძენს ლისა მეის-ლილიჯი, ადამიანთა მოვლის სერვისის ცენტრიდან.

თუმცა, ყოველივე ეს, თავად სიღარიბეში მყოფმა ადამიანებმაც კარგად იციან და სწორედ ამიტომ, მათთვის ყველაზე უპრიანი სამუშაო ადგილის შოვნაა, რომლითაც საკუთარი პრობლემების მოგვარებას შეძლებენ.

XS
SM
MD
LG