ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით დარეგულირების მხარდაჭერაზე და უკრაინის შემდგომი რეფორმირების გეგმებზე ისაუბრეს.

პოროშენკო დილით ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანს, რიკ პერისაც შეხვდა. “მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების ლიდერს პუტინზე უფრო ადრე ხვდება” - ამბობს პეტრო პოროშენკოს პრეს-მდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG