ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპის პირველი საკვირაო მიმართვა


რომის ახალი პაპის, ფრანცისკე პირველის საკვირაო გამოსვლა საკმაოდ არაფორმალური იყო


ფრანცისკე პირველი წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 150 ათასზე მეტ ადამიანს ტრადიციული საკვირაო გამოსვლით მიეგება, რომელიც, როგორც წესი, ვატიკანის ფანჯრიდან იმართება. მიმართვისთვის მან არატრადიციული, იტალიური ენა აირჩია.


„ბონ ჯორნო“ ასე დაიწყო რომის ახალმა პაპმა საკმაოდ არაფორმალური სიტყვა და კიდევ უფრო ორიგინალურად, „ბონ პრანცო“ - ასე დაასრულა, რითაც მოედანზე თავმოყრილ საზოგადოებას კარგი ლანჩი უსურვა.

ვატიკანში შეკრებილი კათოლიკეები რომის ახალი პაპის უბრალოებით, იუმორით და სპონტანურობით მოხიბლული დარჩნენ. საკვირაო მიმართვას წინ ვატიკანის წმიდა ანას ტაძარში გამართული ქადაგება უძღოდა. წირვის შემდეგ პაპმა რომის რიგით მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს ხელი ჩამოართვა და ბავშვები გადაკოცნა. ის ტაძრის ჭიშკრის გარეთ, ქუჩის მეორე მხარეს პოლიციის ბარიკადებს მიღმა დარჩენილ თაყვანისმცემლებთანაც გავიდა და მათაც მიესალმა.
XS
SM
MD
LG