ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკვირაო ლოცვა ვატიკანში


ახალ პაპს ბზობის დღესასწაულამდე აირჩევენ

ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო წირვაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. წირვას რომის პაპტი ბენედიქტე მეთექვსმეტე ატარებს, რომელიც როგორც ცნობილია 28 თებერვალს ტახტს დატოვებს.

ბენედიქტემ კათოლიკურ მრევლს მისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. შაბათს ვატიკანმა განაცხადა, რომ ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი დაგეგმილზე ადრე შეიკრიბება. არსებული წესის თანახმად, კარდინალთა საბჭო, იგივე კონკლავი პაპის გადადგომიდან 15 დღის შემდეგ უნდა შეიკრიბოს.

თუმცა, ვატიკანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ახალი პაპი ბზობის დღესასწაულამდე უნდა აირჩიონ. კათოლიკური ეკლესიის კალენდრით წელს ბზობა 24 მარტს აღინიშნება.
XS
SM
MD
LG