ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პაპის მოლოდინში


ახალი პაპის არჩევისთვის კონკლავის წევრთა ორი-მესამედის, 77 კარდინალის თანხმობაა საჭირო

ვატიკანში კარდინალები ვერ შეთანხმდნენ ახალი პაპის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამის გამო სიქსტეს კაპელას თავზე შავი კვამლი გამოჩნდა.
85 წლის ბენედიქტე მე-16 გადადგომის შემდეგ 115 კარდინალისგან შემდგარი საბჭომ ახალი პაპის ასარჩევად შეიკრიბა.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ათასობით კათოლიკე მოუთენლად ელის კათოლიკური ეკლესიის ახალი წინამძღვრის არჩევას.

ახალი პაპის არჩევისთვის კონკლავის წევრთა ორი-მესამედის, 77 კარდინალის თანხმობაა საჭირო. ამ შემთხვევაში წმინდა პეტრეს ბაზილიკის თავზე თეთრი კვამლი უნდა გამოჩნდეს.
XS
SM
MD
LG