ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაპი ფრანცისკე კარდინალებს შეხვდა


სამშაბათს არჩეული არგენტინელი პაპი ჟურნალისტებს შეხვდება

პაპი ფრანცისკე I დღეს კარდინალებს შეხვდა, რომლებმაც ის პაპად აირჩიეს და მათ ოპტიმიზმისკენ მოუწოდა.

76 წლის ახლად არჩეულმა პაპმა ვატიკანში კლიმენტის დარბაზში შეკრებილ კარდინალებს უთხრა, რომ სიცოცხლის სიბრძნე ახალგაზრდა თაობას უნდა გადაეცეს.

სამშაბათს არჩეული არგენტინელი პაპი, რომელიც პირველი პაპია ლათინური ამერიკიდან, შაბათს ჟურნალისტებს შეხვდება.

ფრანცისკეს ოფიციალური ინაუგურაცია სამშაბათს გაიმართება.
XS
SM
MD
LG