ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპმა ბირმინგამში წირვა აღავლინა


კვირას ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგამში რომის პაპმა ბენედიქტემ ღია ცის ქვეშ წირვა ჩაატარა. მიუხედავად სიცივისა და წვიმისა წირვას 50 000 ათასი ადამიანი დაესწრო.

წირვის დროს რომის პაპმა მე-19-ე საუკუნის კარდინალი იოანე ჰენრი ნიუმანი წმინდანად შერაცხა. ჰენრი ნიუმანი მე-19-ე საუკუნის ინგლისის რელიგიურ ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა. იგი ანგლიკანი იყო, მოგვიანებით კათოლიციზმი მიიღო და კაედინალიც გახდა.

ამერიკელი მღვდელია ჯეკ სულივანი, რომელიც ჰენრი ნიუმანის მიმართ ლოცვის შედმეგ განიკურნა, სუტყვით გამოვიდა კვირის წირვაზე. გასულ წელს მისი განკურნება ვატიკანმა სასწაულად აღიარა. ამ ფაქტმა ჰენრი ნიუმანის წმინდადანად შერაცხვას შეუწყო ხელი .

პაპი ასევე შეხვდა ბრიტანეთის ლიდერებს, პრემიერ მინისტრს და მის თანაშემწეს.

ამის ფონზე ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა რომის პაპის ბრიტანეთში ვიზიტის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.

XS
SM
MD
LG