ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: პომპეომ ზურაბიშვილთან ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ რ. პომპეომ 10 დეკემბერს დაურეკა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მას 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული და მას უწყების პრესსპიკერის მოადგილე, რობერტ პალადინო ავრცელებს.

მხარეებმა სატელეფონო საუბრის დროს, განიხილეს შეერთებულ შტატებს და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტების მიმართულებით. სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. პომპეომ და ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების და დასავლეთში ინტეგრაციის გზაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG