ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ევროპელ პარტნიორებს რუსული საფრთხის შესახებ აფრთხილებს


ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის თავზე, შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებს, რუსეთის მზარდი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გერმანიისკენ მიემართება. ის გერმანიის ლიდერებს შეხვდება. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, დანიის მხრიდან „ნორდსტრიმ 2“-ის მილსადენისთვის უკანასკნელი ლეგალური დაბრკოლების მოხსნას დაემთხვა.

"ნორდსტრიმ 2"-ის მილსადენი რუსეთსა და გერმანიას დააკავშირებს. პროექტს ვაშინგტონი ეწინააღმდეგება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამერიკას აშფოთებს ევროპელი პარტნიორების „ენერგო უსაფრთხოება“ და „ნორდსტრიმ 2“-ს რუსეთის „პოლიტიკური იარაღი“ უწოდა.

„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ამერიკის მხარე პროექტს მოსკოვის გავლენის საშუალებად მიიჩნევს.

„ჩვენ ხშირად გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას. ჩვენ [ნორდსტრიმ 2-ს] აღვიქვამთ, როგორც იარაღს, რომლის გამოყენებაც რუსეთს სურს [მისი] გეოპოლიტიკური მიზნებისთვის“, - განუცხადა მან "ამერიკის ხმას."

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ენერგო-უსაფრთხოებისთვის გამოწვევაა ის, რომ მილსადენი ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის ბუნებრივი აირის მხოლოდ ერთ წყაროზე.

გერმანია ევროპაში ბუნებრივი აირის ნომერ პირველი მომხმარებელი და იმპორტიორია. გერმანელი ოფიციალური პირები, ამერიკის შეშფოთებას არ იზიარებენ.

პომპეო, რომელიც ერთ დროს გერმანიაში მსახურობდა, როგორც ახალგაზრდა ოფიცერი, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ცივი ომის დასრულების და ბერლინის კედლის დაცემის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრება. ის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰეიკო მაასს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება და ბრანდენბურგის ჭიშკართან, სადაც წარსულში პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, მიხეილ გორბაჩოვს კედლის დანგრევისკენ მოუწოდა, სიტყვით გამოვა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG