ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თავისი პატივისცემა გამოხატა დანიის სახელმწიფოს მიმართ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა ქვეყანაში ვიზიტი გააუქმა.
სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა თქვა, რომ პომპეოს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის კოლეგასთან დანიაში და მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ გააძლიერონ თანამშრომლობა ქვეყნებს შორის.
ტრამპმა მიმდინარე კვირაში გააუქმა დაგეგმილი ვიზიტი დანიაში, იმიტომ რომ დანიის სამეფომ მას გრენლანდიის მიყიდვაზე უარი უთხრა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტი ფრედერიკსენმა თქვა, რომ ის წუხდა ტრამპის გაუქმებული ვიზიტის გამო.
მოგვიანებით, ტრამპმა თავადაც გააკეთა განცხადება დანიაში გაუქმებული ვიზიტის შესახებ. მისი თქმით, ვიზიტის გაუქმება დანიის პრემიერის "საზიზღარმა" განცხადებამ გამოიწვია, რომელიც გრენლანდიის ყიდვას ეხებოდა.
Facebook Forum