ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეო აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტზე მიემგზავრება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მინისტერიალზე მიემგზავრება. 17 მინისტრი სინგაპურში იკრიბება, სადაც ისინი რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის ფხენიანის ბირთვულ საფრთხეებზე და სამხრეთ ჩინეთის ზღვის კონფლიქტებზე იმსჯელებენ.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა პომპეო პირისპირ ჩრდილო კორეელ კოლეგას, სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამიტს 27-ვე ქვეყნის, მათ შორის ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელი დაესწრება, თუმცა ორმხრივი პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მინისტრი ლავროვი პირისპირ შეხვდება რამდენიმე კოლეგას, მათ შორის მიმდინარეობს სამზადისი პომპეოსთან შესახვედრად.

სამიტს ასევე დაესწრება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მასთან პირისპირ შეხვედრა არ იგეგმება.

ვაშინგტონში დაბრუნებამდე, პომპეო ჯაკარტაში მიემგზავრება, სადაც ინდონეზიის პრეზიდენტს ჯოკო უიდოდოს შეხვდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG