ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პომპეომ არჩეულ პრეზიდენტ ზურაბიშვილს გამარჯვება სატელეფონო საუბრისას მიულოცა


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს არჩეულ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო ზარით მიულოცა არჩევნებში გამარჯვება.

სალომე ზურაბიშვილის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა არჩეულ პრეზიდენტს "სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს."

"მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს," ნათქვამია ზურაბიშვილის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG