ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლიტიკური სკანდალები აშშ-ში


რამ შეიძლება ავნოს პოლიტიკოსის კარიერას?

როდესაც რესპუბლიკელები საპრეზიდენტო კანდიდატად მიტ რომნის წარსადგენად ემზადებოდნენ, სენატორობის ნაკლებად ცნობილი კანდიდატის განცხადებამ წინააღმდეგობა წარმოშვა. კონგრესმენ ტოდ აიკინს აბორტის შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

„თუკი გაუპატიურება ლეგიტიმურია, ქალის სხეულს შეუძლია ორსულობის თავიდან აცილება,“ - განაცხადა აიკინმა.

დემოკრატებს პრეზიდენტ ობამას სხარტი პასუხი მოეწონათ.

„ეს შეურაცხყოფაა. გაუპატიურება არის გაუპატიურება,“ - განაცხადა ობამამ.

აიკინმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ამ განცხადებამ რომნის ზიანი მიაყენა.
ალან ლიხტმანი პოლიტიკის ისტორიკოსია.

„დრო ცუდად დაემთხვა. მიტ რომნი სწორედ აბორტზე და სოციალურ სფეროზე ამახვილებს ყურადღებას,“ - განაცხადა ლიხტმანმა.

გალილეის ზღვა სადაც ბიბლიის მიხედვით მაცხოვარმა წყალზე გაიარა, პოლიტიკური სკანდალის კიდევ ერთი თემა გახდა.

ისრაელში ვიზიტის დროს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა კევინ იოდერმა ზღვაში შიშველმა იცურავა.

„ეს შეცდომა იყო და მე ამას ვნანობ,“ - განაცხადა იოდერმა.

ზოგჯერ პოლიტიკოსთა შეცდომებს მათი კარიერა ეწირება. მაგალითისთვის გარი ჰარტი. ის 1988 წელს დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა. თუმცა, ოჯახურ სკანდალში გაეხვა. რეპორტიორებმა მისი ღალატი დააფიქსირეს და ჰარტი იძულებული გახდა პოლიტიკურ კარიერაზე უარი ეთქვა.

„დაუჯერებელია, იახტაზე კალთაში გეჯდეთ მშვენიერი ლამაზმანი, ცელქობდეთ. რამ შეიძლებაა ამაზე მეტად ავნოს პოლიტიკოსის კარიერას?“ - ამბობს ლიხტმანი.

ზოგიერთი პოლიტიკოსი სკანდალს გადაურჩა. ვაშინგტონის ყოფილი მერი მარიონ ბერი პოლიტიკაში 40 წელია. ის მარტინ ლუტერ კინგის მოძრაობის აქტივისტი იყო. 1990 წელს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მის მიერ ნარკოტიკის მოხმარება დააფიქსირა. მან ციხეში ექვსი თვე გაატარა. ამის მიხედავად ის ქალქის მერად ხელახლა აირჩიეს. ახლა 76 წლსიაა და ქალაქის საბჭოს წევრია.

„გადახედავ წარსულს და ფიქრობ თუ რატომ გააკეთე ეს. თუმცა, ამის შეცვლა უკვე აღარ შეიძლება, მაგრამ წინ სიარული უნდა განაგრძო“ - იხსენებს ბარი.

ყველაზე მასშტაბურ სკანდალს გადაურჩა დემოკრატი პრეზიდენტი ბილ კლინტონიც. თეთრი სახლის სტაჟიორთან ურთიერთობის შემდეგ მან თანამდებობა მაინც შეინარჩუნა და კვლავ პოპულარული ფიგურაა.

„ახლა ის დემოკრატებისს ყრილობაზე მთავარი სპიკერი იქნება და ეს მათთვის დიდ მხარდაჭერაა,“ - ამბობს ლიხტმანი.

ჯერჯერობით არავინ იცის, თუ როდის მოხდება და როგორ დასრუდელბა ახალი სკანდალი შეერთებულ შტატებში.
XS
SM
MD
LG