ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიული გეზის პარტიამ გაიმარჯვა


პოლონეთის სოციალურად კონსერვატიულმა, ევროპისადმი სკეპტიკურად განწყობილმა კანონიერებისა და სამართლიანობის პარტიამ, თვეების განმავლობაში წარმოებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ, რომლის თემებიც სოციალურ უზრუნველყოფაზე მეტი ხარჯების გაწევა, ევრო-ვალუტისადმი წინააღმდეგობა და პოლონეთის ტერიტორიაზე მუსლიმი მიგრანტების ჩასახლების უარყოფის პირობა იყო, კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

ეგზიტ-პოლებმა აჩვენა, რომ გამარჯვებულმა პარტიამ, რომელსაც ყოფილი პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი ლიდერობს, ხმების 39 პროცენტზე ოდნავ მეტი მოიპოვა. მმართველმა პრო-ევროპულმა, პრო-ბიზნეს საზოგადოებრივი პლატფორმის პარტიამ ხმების 23 პროცენტი მიიღო.

ხმების დათვლა ჯერ ისევ გრძელდება, გამოკითხვის შედეგები თუ გამართლდება, კანონიერების და სამართლიანობის პარტიას პარლამენტის 460 ადგილიან ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, 242 ადგილი ექნება.

XS
SM
MD
LG