ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ბიზნესმენის საეჭვო სიკვდილი


პოლიციამ საქმე მანამ არ გაახმაურა, ვიდრე პირველად ჩატარებულ ტესტში საეჭვო დეტალები არ გამოჩნდა

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული რუსი ბიზნესმენის გარდაცვალება საიდუმლოებითაა მოცული.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე იძიებენ ბიზნესმენის სიკვდილის მიზეზს და მეორე ტოქსიკოლოგიური ტესტის შედეგებს ელოდებიან.

44 წლის პერეპელიჩნაია 10 ნოემბერს, ლონდონში საკუთარი სახლის წინ გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ საქმე მანამ არ გაახმაურა, ვიდრე პირველად ჩატარებულ ტესტში საეჭვო დეტალები არ გამოჩნდა.

პერეპელიჩნაიას ბრიტანეთის მთავრობამ თავშესაფარი სამი წლის წინ მისცა, როდესაც მან შვედეთის მთავრობას რუსული მაფიის მიერ ფულის გათეთრების სამხილები გადასცა.
XS
SM
MD
LG