ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა პოლიციელებს შეხვდა


თეთრ სახლში შეხვედრის წინ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ რეფორმის გასატარებლად კონგრესთან თანამშრომლობა აუცილებელია

ორშაბათს პრეზიდენტი ობამა იმ ქალაქების პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა,სადაც ბოლო დროს მასობრივი მკვლელობები განხორციელდა.

თეთრ სახლში შეხვედრის წინ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ რეფორმის გასატარებლად კონგრესთან თანამშრომლობა აუცილებელია, რადგან ამით საზოგადოება და ბავშვთა უსაფრთხოება საიმედოდ იქნება დაცული.

პრეზიდენტმა ობამამ იარაღის კონტროლის რეფორმა დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც დეკემბერში ნიუთაუნის დაწყებით სკოლაში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომატური იარაღით 20 ბავშვი მოკლა. თეთრ სახლშჲ შეხვედრას ნიუთაუნის პოლიციის ოფიცრებიც ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ საჭიროა “სერიოზული კანონები”, რომელიც ავტომატურ საბრძოლო იარაღს და მრვალაჭიდიან ცეცლხსასროლ იარაღს გაყიდვიდან ამოიღებს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად უნდა გადამოწმდეს იარაღის მყიდველთა პირადი ინფორმაცია და ყურადღება გაძლიერდეს მენტალურ ჯანდაცვასა და სკოლების უსაფრთხოებაზე.
XS
SM
MD
LG