კოლორადოს პოლიციამ კინოთეატრში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ჯეიმს ჰოლმსის საცხოვრებელი ბინიდან ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღო.
შაბათს ავრორას პოლიციის შეფმა დენ ოუტსმა განაცხადა, რომ სპეციალისტებმა განაღმეს ეჭვმიტანილის ბინა და ფარული ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებლეს. ვიდრე ეჭვმიტანილის ბინაში შევიდოდნენ, პოლიციამ ექვსი კილომეტრის რადიუსით მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა.
პარასკევს ქალაქ ავრორას კინოთეატრში მომხდარ ტრაგედიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია ათობით ადამიანი, რომელთაგანაც 11 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჯერჯერობით უცნობია მოტივი, რამაც ჯეიმს ჰოლმსს საზარელი მკვლელობისკენ უბიძგა.
ჯერჯერობით უცნობია მოტივი, რამაც ჯეიმს ჰოლმსს საზარელი მკვლელობისკენ უბიძგა
პოპულარული
1