ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში არჩევნები კონსერვატორებმა მოიგეს


კვირას, პოლონეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. კონსერვატორები ქვეყნის მმართველობას კიდევ 4 წლით შეინარჩუნებენ. ეგზიტპოლების მიხედვით, პარტიამ "კანონი და სამართალი" 43,6% აიღო და ისინი პარლამენტში უმრავლესობას, 460-დან 239 მანდატს მიიღებენ.

ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზე, 27,4%-ით გავიდა ცენტრისტული პარტია "სამოქალაქო კოალიცია", ისინი პარლამენტში 130 ადგილს მიიღებენ. მესამე ადგილზე 11,9%-ითა და 43 ადგილით კი მემარცხენე კოალიცია გავიდა.

ეგზიტპოლების ცდომილებაა 2%. არჩევნების საბოლოო შედეგებს, სავარაუდოდ, სამშაბათს გამოაცხადებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG