ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთის სენატმა ჰოლოკოსტის შესახებ კანონპროექტი მიიღო


პოლონეთის სენატმა მხარი დაუჭირა კანონს ჰოლოკოსტის შესახებ, რომლის მიხედვითაც დასჯადი ხდება ჰოლოკოსტში პოლონეთის დადანაშაულება.

კანონმდებლებმა კანონი 57 ხმით 23-ის წინააღმდეგ მიიღეს. კანონპროექტს პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი გასულ კვირას დაუჭირა. კანონის ძალაში შესვლას ქვეყნის პრეზიდენტის ანდრე დუდას ხელმოწერა ჭირდება.

კანონის აღსრულებასთან კითხვები აქვს შეერთებულ შტატებს, არსებობს მოლოდინი რომ ეს კანონი ცუდ გავლენას მოახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე და ცუდად აისახება პოლონეთის და ისრაელის ურთიერთობებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG