ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთი "ნეტფლიქსისგან" დოკუმენტურ ფილმში ცვლილებების შეტანას ითხოვს


მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი, გდანსკი, პოლონეთი
მეორე მსოფლიო ომის მუზეუმი, გდანსკი, პოლონეთი

პოლონეთის პრემიერ მინისტრი მათეუშ მორავეცკი ამერიკული კომპანია, "ნეტფლიქსისგან" ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ფილმი შეიცავს რუკას, რომელზეც ნაცისტური "სიკვდილის ბანაკების" განლაგებაა მოცემული, მათ შორის, თანამედროვე პოლონეთის ტერიტორიაზე.

ბანაკები ნაცისტების მიერ პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომისას, პოლონეთის ოკუპირების შემდეგ აშენდა. მაგრამ ფილმში გამოყენებული რუკა, მორავეცკის თქმით, აჩვენებს, თითქოს, პოლონეთი მაშინ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისე არსებობდა. პრემიერის აზრით, ამგვარად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ნაცისტების მიერ განხორციელებულ საშინელებებზე პოლონეთიც შეიძლება იყოს პასუხისმგებელი.

ეს რუკა "ნეტფლიქსის" დოკუმენტური ფილმების "ეშმაკი მეზობლადაა" სერიაში გამოჩნდა. ფილმში ჯონ დემიანიუკის ისტორიაა მოყოლილი, რომელიც გერმანიამ 2011 წელს ომის დროს ნაცისტური ბანაკის მცველობისთვის გაასამართლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG