ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პლატინიმ ფიფას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა


მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ 26 თებერვლის ფიფას პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის. ის ზეპ ბლატერის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებოდა.

პლატინის ამბიცია ფიფას პრეზიდენტობისთვის კორუფციასთან დაკავშირებულმა გამოძიებამ შეაჩერა. შვეიცარიის პროკურატურა ბლატერის მიერ პლატინისთვის 2011 წელს 2 მილიონი დოლარის გადახდის ფაქტს იძიებს.

გარდა ამისა, ამ ეტაპზე პლატინის პროფესიულ ფეხბურთთან კავშირი 8 წლით აქვს აკრძალული. ის აცხადებს, რომ აკრძალვის მოხსნის შემთხვევაშიც კი მას საკმარისი დრო არ აქვს იმისთვის, რომ არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო კამპანია აწარმოოს.

XS
SM
MD
LG