შეერთებული შტატების ექსპერტი ავიატორები ბოინგ 767-თან დაკავშირებული ინციდენტის გამოძიებაში ჩაერთნენ. თვითმფრინავის ერთ-ერთი ნაწილი, მეტალის მოზრდილი ნაჭერი ვაშინგტონის შტატში, ქალაქ სიეტლის მახლობლად, ქუჩაში ჩამოვარდა. ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მეტალი საჰაერო ხომალდის უკანა კარის ნაწილი უნდა იყოს.
თვითმხილველების აღწერით, თვითმფრინავის კარი დაახლოებით დიდი მაცივრის ზომისაა. ის კენტის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლის წინ, სამანქანო გზის კუთხეში იპოვეს. მეტალის მოზრდილი ნაჭრის ჩამოვარდნით არავინ დაზარალებულა, ის იქვე მდგარ მანქანას და შენობებს სულ რაღაც 10 მეტრით აცდა.