ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მეკობრეებმა მეზღვაურები გაათავისუფლეს


მეზღვაურები მძევლებად 17 თებერვალს გემზე თავდასხმის შემდეგ აიყვანეს

ნიგერიის სანაპიროსთან გატაცებული ექვსი უცხოელი მეზღვაური ერთ-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ნიგერიის ბაიელსას შტატის პოლიციის უფროსი კინგსლი იმირი აცხადებს, რომ ექვსივე მეზღვაური გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლეს.

ერთი რუსი, ორი ინდიელი და სამი უკრაინელი მეზღვაური მძევლებად 17 თებერვალს გემზე თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა აიყვანეს. მეკობრეებმა გატაცებულების გამოსასყიდად $1,3 მილიონი დოლარის მოითხოვეს.

საერთაშორისო საზღვაოსნო ბიუროს განცხადებით, ბოლო დროს ნიგერიის სანაპიროზე მეკობრეების თავადასხმის შემთხვევებმა მნიშვნალოვნად მოიმატა.
XS
SM
MD
LG