ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვან კლიბერნი გარდაიცვალა


1958 წელს მოსკოვში ჩაიკოვსკის ფესტივალზე ვან კლიბერნის გამარჯვებამ ამერიკელები აღფრთოვანებაში მოიყვანა

კლასიკური პიანისტი ვან კლიბერნი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 23 წლის ლეგენდარულმა მუსიკოსმა მსოფლიოს ყურადღება მოსკოვის ჩაიკოვსკის ფესტივალში გამარჯვების შემდეგ მიიპყრო.

მას შემდეგ ვან კლიბერნმა ცხოვრების მანძილზე არაერთი კონცერტი ჩაატარა და ასობით მუსიკალური ალბომი ჩაწერა. პიანისტი ასევე ეხმარებოდა ახალგაზრდა ამერიკელ პიანისტებს და ტეხასის შტატში მისი სახელობის ფესტივალებს მართავდა.

1958 წელს "ცივი ომის" დროს ვან კლიბერნის ჩაიკოვსკის ფესტივალში გამარჯვებამ ამერიკელები აღფრთოვანებაში მოიყვანა. ამერიკელი პიანისტის რუსულ ფესტივალში გამარჯვებას რუსებიც აღტაცებით შეხვდნენ.
XS
SM
MD
LG