ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ავტონომიური რეგიონი ფილიპინებში


ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრული იქნება ცენტრალური ძალაუფლების ლიმიტები და დაარსდება ახალი ავტონომიური რეგიონი

ფილიპინების მთავრობის ცნობით, მათ მუსლიმ ამბოხებულებთან შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნის სამხრეთში ორმოცი წლის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტს 120 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. პრეზიდენტმა ბენინო აკინომ დღეს მოსახლეობას ეროვნული ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღეში დედაქალაქ მანილაში ხელს მოაწერს შეთანხმებას მოროს ისლამური თავისუფლების ფრონტთან.

ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრული იქნება ცენტრალური ძალაუფლების ლიმიტები და დაარსდება ახალი ავტონომიური რეგიონი სახელწოდებით ბენგსამორო. დაპირისპირებულმა მხარეებმა შეთანხმებას კუალა ლუმპურში გასულ კვირას გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს. მის თანახმად, შეიქმნება გარდამავალი პერიოდის 15-კაციანი კომისია, რომელიც 2015 წლამდე ახალი რეგიონის კანონმდებლობაზე იმუშავებს.
XS
SM
MD
LG