ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილადელფიაში ოთხსართულიანი შენობა ჩაინგრა


ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მომიჯნავე მაღაზიაში ინციდენტის დროს

ფილადელფიაში მაშველები გუშინდელი ნგრევის შემდეგ გადარჩენილების ძებნას აგრძელებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ პენსილვანიის მთავარ ქალაქ-ფილადელფიაში ოთხსართულიანი, დემონტაჟისთვის გამიზნული შენობა ჩაინგრა და მომიჯნავე მაღაზიაში 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოთხშაბათსვე, გვიან საღამოს, ინციდენტიდან დაახლოეთბით 13 საათში, 61 წლის ქალი ქალი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ამით გადარჩენილთა რაოდენობამ 14 შეადგინა.

ფილადელფიის მუნიციპალიტეტის ცნობით, დანგრეულ კონსტრუქციას არანაირი სამშენებლო დარღვევა არ აღენიშნებოდა. შენობის დემონტაჟს კვალიფიცირებული კომპანია გეგმავდა.

ხელისუფლების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მომიჯნავე მაღაზიაში ინციდენტის დროს.
XS
SM
MD
LG