ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პეტრეუსმა ბოდიში მოიხადა


გადადგომის შემდეგ დაზვერვის ყოფილი შეფი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა თავისი ქორწინებაგარეშე საქციელისთვის, რამაც მისი გადადგომა გამოიწვია, საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

პეტრეუსმა ეს განცხადება ლოს ანჯელესში სამხედრო ვეტერანების და სტუდენტების წინაშე გამოსვლისას გააკეთა. ამ შეხვედრაზე დასწრებით, დევიდ პეტრეუსი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ დაწყებული მოკვლევა გახდა, რომელიც პეტრეუსის და მისი მეგობარი ქალბატონის მიმოწერას შეეხებოდა.
XS
SM
MD
LG