ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰავაური გიტარა უფროდაუფრო პოპულარული ხდება


მერილენდში, სტრატმორის კულტურის ცენტრში ყოველწლიური ჰავაური დღეების ფესტივალი ჩატარდა

მერილენდის შტატში, სტრატმორის კულტურის ცენტრში ბეთეზდაში გამართულ ჰავაის დღეების ყოველწლიური ფესტივალის გამოფენაზე, გამოირჩეოდა პატარა ჰავაური გიტარა, რომელსაც უკულელე ჰქვია. ხუთი დღის განმავლობაში, ჰავაური გიტარის ახალმა და გამოცდილმა მუსიკოსებმაც დიდი სიამოვნება მიიღეს სემინარებით და კონცერტებით. ამერიკის ხმის კორესპონდენტი დებორა ბლოკი გამოფენას დაესწრო.


გარი კარტერი და მისი ვაჟი-შვილი მეთიუ ჰავაური გიტარის გაკვეთილებზე დადიან. ბოლო ოთხი წელია ისინი ამ ინსტრუმენტზე უკრავენ.


მეთიუ კარტერი : ჰავაური გიტარა თავშესაქცევი ინსტრუმენტია და ამასთან კარგი გასართობიც.


გარი კარტერი: ეს გაკვეთილები მას საშუალებას მაძლევს, უფრო მეტი დრო გავატარო შვილთან, რითაც ცხოვრების მანძილზე ვიამაყებ.


კარტერები იმ ასობით ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც სტრატმორის კულტურის ცენტრში სემინარებს და წარმოდგენებს ესწრებოდნენ, რომელიც ყოველწლიურად ჰავაური დღეების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იმართება.


14 წლის ჯონათან მალკმა გიტარას ხელი პირველად ერთი წლის წინ მოკიდა და უკვე საკუთარ სიმღერებს წერს.


ჯონათან მალკი: გიტარას სასიამოვნო ჟღერადობა აქვს და ძალიან ბედნიერია იმით რომ მოკლე ხანში საშუალო სირთულის სიმღერების დაკვრა შეძლო.


ჰავაური გიტარა პოპულარული ინსტრუმენტია. ის პატარაა, პორტატული და ადვილად ისწავლება. ჯულია ზიგელმა ახლახან დაიწყო მასზე დაკვრა.


ჯულია ზიგელი: თქვენ შეიძლება ერთი აკორდი აიღოთ და სულ რაღაც ორ წუთში დაკვრა ისწავლოთ. ეს ძალიან მაგარია. თან გიტარას მხოლოდ ოთხი სიმი აქვს, რის ათვისებაც რთული არ არის.


ხუთი წლის ალისია ბრედლიმ ინსტრუმენტზე დაკვრა სამი წლის ასაკიდან დაიწყო.


ალისია ბრედლი: გიტარაზე დაკვრა იმიტომ შეუყვარდა, რომ საერთოდ მხიარული სიმღერები უყვარს.


რვა წლის იოკო კონამ, რომელიც ფესტივალზე დასასწრებად ჰავაიდან ჩამოვიდა, ინსტრუმენტზე დაკვრა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ისწავლა.


იოკო კონა :ეს პატარა გიტარაა,მაგრამ ძალიან კარგი ჟღერადობა აქვს.


მას გიტარაზე დაკვრის სურვილი ჰავაიში მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იმის შესახებ შეიტყო, რომ ეს გიტარა ტრადიციული ჰავაური მუსიკის ნაწილი იყო. ფესტივალის მიმდინარეობის დროს, ჰავაის კუნძულების წარმომადგენელმა, ჰულა ჰონიმ გიტარით ჰავაიური მუსიკა ააჟღერა.


ჰავაიში პორტუგალიელი ემიგრანტების მიერ 1800იანი წლების ბოლოს ჩატანილმა გიტარა უკულელემ ევოლუცია განიცადა. შეერთებული შტატები მისი სამშობლო გახდა, სადაც მას როგორც ახალ ინსტრუმენტს ისე უყურებდნენ. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ის ბევრად პოპულარული გახდა. ფესტივალის ორგანიზატორი, კატი ფინკი ამბობს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ინსტრუმენტი თავიდან აღორძინდა.


კატი ფინკი: მთელი ქვეყნის, და მართლაც მსოფლიოს მასშტაბით ადამიანებმა უკულელეს გიტარის ადაპტირება დაიწყეს სხვადასხვა სტილის მუსიკასთან.


მათ შორის არის მარკ რევენსონი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და კანადაში მოგზაურობს და ხალხს სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოებების იმ ფართო სპექტრს ასწავლის, რომლის დაკვრაც ამ ინსტრუმენტზე შეიძლება.


მარკ რევენსონი: ამ ინსტრუმენტზე სევდიან მუსიკას ვერ დაუკრავთ. მას, როგორც წესი ამ სამყაროში უფრო მეტი სინათლე და ბედნიერება შემოაქვს. ამიტომაც ვუკრავ ამ გიტარაზე.


კევინ რენკი კმაყოფილია, რომ ფესტივალის მონაწილე წამყვანი მუსიკოსებისგან ბევრს სწავლობს. ის ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ინსტრუმენტზე არ უკრავენ, გაკვირვებულნი არიან, იმით თუ როგორ დიდ ხმას გამოსცემს ინსტრუმენტი.


კევინ რენკი: ზოგს ჰგონია რომ ეს სათამაშოა, ან რაღაცა ახალი და უცხო ნივთი, მაგრამ როდესაც მის ხმას გაიგებენ, ხვდებიან რომ ეს სერიოზული ინსტრუმენტია.


ეს სერიოზული ინსტრუმენტი ადამიანებს ღიმილს ჰგვრის და მხიარულების მონაწილედ აქცევს.
XS
SM
MD
LG