ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალებს საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ


უახლოეს მომავალში ამერიკიელ ქალებს ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლის საშუალება მიეცემათ

თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტა აუქმებს კანონს, რომელიც ამერიკელ ქალებს სამხედრო სამსახურში ყოფნისას საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს.

პანეტა ამ განცხადებს ოფიციალურად დღეს გააკეთებს. პენტაგონის ხელმძღვანელი ზემოხსენებული კანონის გაუქმებას 2011 წლიდან გეგმავს. მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, ორი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ 50,000 ამერიკელი ქალი დაასაქმა.

პანეტას ბრძანებით, შეერთებული შტატების სამხედრო ძალები მაისიდან ახალი გეგმით იხელმძღვანელებენ, რაც ამერიკის სამხედრო სამსახურში ათასობით ქალს გაუხსნის გზას სამხედრო კარეიერის შექმნისკენ. უახლოეს მომავალში ამერიკიელ ქალებს სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო ძალებსა და სანაპირო დაცვის სამსახურში ფრონტის წინა ხაზზე ბრძოლის საშუალება მიეცემათ.
XS
SM
MD
LG