ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენსის პირველი ვიზიტი ევროპაში


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მიუნხენსა და ბრიუსელში ჩადის.

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის ინფორმაციით ეს ვიზიტი ვიცე-პრეზიდენტისთვის „კარგი შესაძლებლობაა პრეზიდენტ ტრამპის სახელით ამერიკის პრიორიტეტებზე და ტრანს-ატლანტიკურ თანამშრომლობაზე ისაუბროს.“

ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ტრამპის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი გამოხატულმა სიმპატიებმა და ნატოს მიმართ გამოთქმულმა კრიტიკამ არაერთხელ შეაშფოთა.

პენსი ხვალ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოვა, სადაც მისი მრჩევლის თქმით, „ევროპელ მოკავშირეებს ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრება.“

XS
SM
MD
LG