ორშაბათს, იაპონიაში ვიზიტის შემდეგ, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი სინგაპურში ჩავიდა. მაიკ პენსი საერთაშორისო სამიტს ესწრება, რომელზეც ის ხაზს გაუსვამს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ერთგულებას ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის გახსნილობის და თავისუფლების შენარჩუნების მიმართ.
აზიის ქვეყნების ლიდერები ინტერესით ელიან თეთრი სახლის ურთიერთთანამშრომლობის გზავნილს როგორც უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობის და ინვესტიციების მმართულებით. მოელიან, რომ პენსი უფრო დეტალურად ისაუბრებს შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (USIDFC) თაობაზე. ეს არის შედარებით ახალი სააგენტო, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში 60 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს გეგმავს.
Facebook Forum