ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პელოსი: ტრამპი ინფორმაციას არ ასაჯაროებს


ნენსი პელოსი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის თქმით, დემოკრატ კანონმდებლებს სჯერათ, რომ დონალდ ტრამპი ინფორმაციას მალავს, ვინაიდან მან უარი თქვა ეთანამშრომლა კონგრესის რამდენიმე გამოძიებასთან მისი ბიზნეს საქმიანობის და რუსეთის ჩართულობის შესახებ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„ჩვენ გვჯერა, რომ არავინაა კანონზე მაღლა, მათ შორის არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, თქვა პელოსიმ დემოკრატიული პარტიიდან თანამოაზრეებთან შეხვედრის შემდეგ. ისინი ცდილობდნენ დაეთანხმებინათ სპიკერი დაეწყო მოსმენები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე.

მართალია, პელოსიმ უარი თქვა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზე, მაგრამ მან ღიად დატოვა შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს დაიწყოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო მოკვლევა. ამ ეტაპზე, კონგრესის რამდენიმე კომიტეტს ტრამპის პრეზიდენტობის 28 თვესთან და მისი ადმინისტრაციის მიერ სხვადასხვა საკითხის მენეჯმენტთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

თავად პრეზიდენტმა უარყო პელოსის ეს ბრალდება და განაცხადა, რომ არ შეიძლება კანონმდებლები ერთდროულად გამოძიებისთვის და საკანონმდებლო საქმიანობისთვის იცლიდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG