ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კონგრესში კენჭს აღარ იყრის


ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პოლ რაიანი ნოემბერში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მოანწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ რაიანმა დღეს საჯარო განცხადება გააკეთა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რაიანის კონგრესიდან წასვლით, რესპუბლიკელებს 2018 წლის ნოემბერში უმრავლესობის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

პოლ რაიანი ვისკონსინის შტატის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო. ის კონგრესის წევრი 1999 წლიდანაა. 2015 წელს კი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე - იერარქიულად, ამერიკის მთავრობაში რიგით მესამე თანამდებობაზე - მსახურობს.

რაიანი სპიკერის ორ წლიან ვადას ბოლომდე მიიყვანს და კონგრესს 2019 წლის იანვარში დატოვებს.

სპიკერმა რაიანმა კონგრესიდან წასვლის მიზეზად მისი ოჯახური პირობები დაასახელა. რაიანს და მის ცოლს სამი შვილი ჰყავთ. ოჯახი ვისკონსინში ცხოვრობს და თვითონ ვაშინგტონში. რაიანის თქმით, ცოლის და შვილების ნახვას ის მხოლოდ უქმეებზე ახერხებს და არ უნდა, რომ შვილები, რომლებიც უკვე თინეიჯერები არიან, მამას "ვიკენდის მამად" იცნობდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG